ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2025 წლის 16-17 ოქტომბერს ტარდება ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია „მიღწევები და გამოწვევები გეოლოგიაში“ გაიმართება 2025 წლის 16-17 ოქტომბერს თბილისში.
ღონისძიების მიზნებია ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა/გაზიარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზით.
კონფერენციის სამეცნიერო თემატიკა მოიცავს გეოლოგიისა და მომიჯნავე დარგების მიმართულებებს.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მოხსენების ფორმა: ზეპირი, სასტენდო და ვირტუალური.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება თეზისების სახით. კონფერენციის მასალებიდან შერჩეული სტატიები შემდგომ გამოქვეყნდება თსუ-ს ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის შრომებში.
ჟურნალში სტატიები მიიღება ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებულ სტატიებს მინიჭებული ექნება DOI, რაც მას მკითხველისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდის. ჟურნალს ყავს საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (იხ. ინსტიტუტის ვებ-გვერდზე). ჟურნალი ინდექსი- რებულია Google Scholar, Crossref და სხვ. ბაზებში.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო მედლის გადაცემა ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერებისთვის შემდეგ 6 ნომინაციაში: 1. დამსახურებული მეცნიერი, 2. ახალგაზრდა კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, 3. ღვაწლმოსილი ქალი მეცნირი, 4. ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 5. წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი, 6. ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და განვითარებისთვის.
კონფერენცია ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მის.: თბილისი 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №1, აუდიტორია №115.
რეგისტრაციის ინსტრუქცია და მნიშვნელოვანი თარიღები
თეზისებისა და სარეგისტრაციო ფორმის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2025 წ;
თეზისის მიღებაზე თანხმობა: წარდგენიდან 2 კვირაში;
სრული სტატიის წარდგენის ვადა: 01 ოქტომბერი, 2025წ;
კონფერენციის პროგრამას მოგაწოდებთ მოგვიანებით.
თეზისის წარდგენის პირობები
თეზისები მიიღება ელექტრონული სახით (Ms word) მისამართზე: ketevan.gabarashvili@tsu.ge
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე, ვებგვერდზე: www.ajig.ge/ka
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, მომხსენებელმა ავტორმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი).
საკონტაქტო პირი: ქეთევან გაბარაშვილი, ტელ.:(+995) 577 301 142
1. თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
2. თეზისის მოცულობა და არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და უნდა იყოს აბზაცების გარეშე.
თეზისის გაფორმების წესი:
• გამოყენებული შრიფტი - Times New Roman;
• სათაური - შრიფტის ზომა №12, ბოლდი;
• ავტორი/ავტორები - შრიფტის ზომა №11, ბოლდი;
• სამუშაო ადგილი- შრიფტის ზომა №10;
• თანაავტორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან უნდა მიეთითოს ციფრებით (იხ. მაგალითი);
• ძირითადი ტექსტი - Times New Roman, №11, ერთი ინტერვალი, აბზაცი 10 მმ, არეები: ზედა - 15 მმ, ქვედა – 20 მმ, მარცხენა– 20 მმ და მარჯვენა – 15 მმ;
• თეზისი არ უნდა შეიცავდეს გრაფიკულ მასალას, ფოტოებს, ცხრილებს, ფორმულებსა და ქვეგანყოფილებებს;
• დამოწმებული ლიტერატურა (სურვილის შემთხვევაში) ტექსტში შეგიძლიათ მიუთითოთ ფრჩხილებში ავტორის/ავტორების და წლის მითითებით, მაგალითად: (Taylor, 1999). რამდენიმე ავტორის შემთხვევაში: (Alther et al., 2000); ლიტერატურის სია არ მიუთითოთ.
• ნაშრომი, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული, არ მიიღება.
• თეზისის გაფორმების მაგალითი: AJIG_100_Example
სასტენდო მოხსენების წარმოდგენის პირობები
სასტენდო მოხსენება უნდა იყოს Portrait პოზიციაში, ზომა: A1 (594 მმ x 841 მმ);
ადვილად წასაკითხი უნდა იყოს 1 მეტრის დისტანციიდან;
ტექსტი უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სტატიის გაფორმების ინსტრუქცია იხ.: https://journals.4science.ge/index.php/proceedings/guideline