ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი არის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული. იგი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო დაწესებულებაა საქართველოში - დაარსებულია 1925 წლის 25 დეკემბერს.
ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს გეოლოგიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას. ინსტიტუტის მისიაა, ძირითადად ფუნდამენტური და ასევე, გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით, გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება.