გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
- ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი.
- ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნისის N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი“-თ და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლითა და ,,საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-5 მუხლით.
- კონკურსი ცხადდება ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. დამატებითი მოთხოვნაა - ვადიანი მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის (1 საშტატო ერთეული) და უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის (1 საშტატო ერთეული) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (ვადიანი) - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
გ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის (მენეჯმენტის) გამოცდილება: ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის, საერთაშორისო/ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმების საორგანიზაციო/სამეცნიერო კომიტეტებში მუშაობის ან სამეცნიერო პროექტებში მენეჯერად/კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება. - კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის მისაღები ფორმით მისი მოღვაწეობის სრულად ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ე) სამსახურეობრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვ.);
ვ) სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) განყოფილების/ლაბორატორიის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი დებულების პროექტი, სადაც მოცემული იქნება თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულებიდან გამომდინარე განყოფილების/ლაბორატორიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისა და ფუნქციების შესრულების მისეული ხედვა.
თ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). - კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 02 თებერვალს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 16 თებერვლიდან 23 თებერვლამდე, 11:00-დან 16:00 საათამდე, ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. No31, ოთახი No 110. სამეცნიერო საბჭოს სხდომის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 02 მარტისა.
იხ. ბმული: რექტორის ბრძანება
იხ. ბმული: დანართი 3