ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajigge@ajig,ge; ajig1925@gmail.com
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე ასარჩევ კონკურს

 

  1. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ჯანელიძის სახე­ლობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს საკონკურსო კომისია და შედეგებს ამტკიცებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
  2. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყო­ფილებს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 23 ივნი­სის N3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეც­ნიე­რო-კვლე­ვითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი“-თ და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლითა და ,,საკონ­კურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტი­ტუ­ტე­ბის და სამეც­ნიერო თანამდებობების მიხედვით“ მე-5 მუხლით.

 

  1. კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

3.1.  სტრატიფრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  - 2 საშტატო ერთეული (სრული);

3.2. ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (სრული);

3.3. პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  - 1 საშტატო ერთეული (სრული);

3.4. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  - 1 საშტატო ერთეული (სრული) და 2 საშტატო ერთეული (0.5);

3.5. გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 3 საშტატო ერთეული (0.5 განაკვეთი).

  1. სამეცნიერო თანამდებობაზე არჩევის პირობები:

4.1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკა­დე­­მიუ­რი ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გუ­ლის­ხმობს არა მ­ხო­ლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესე­ბულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არა­მედ გამო­ქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქ­ვეყ­ნე­ბული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შო­რის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეც­ნიე­რო-კვლე­ვითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია

(რიგითი ნომრის მიხედვით სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის სახეობა მოცემულია რანჟირე­ბულად, რეიტინგის კლებით)

1 - მაღალ-რეიტინგული რეცენზირებული (საერთაშორისო რეცენზირების მქონე Peer-reviewed) სამეცნიერო მონოგრაფია უცხო ენაზე (მათ შორის ლექსიკოგრაფიული, წყაროთმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური კვლევების ამსახველი მონოგრა­ფია), რომელიც ინდექსირებულია Scopus, SCImago Journal & Country Rank, ResearchGate-ის და Google Scholar-ის მიერ; იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო სტატია, რომელიც ინდექსირებულია ტომსონ როიტერის Web of Science-ის და Google Scholar-ის მიერ.

2 - სამეცნიერო სტატია, რომელიც ინდექსირებულია ტომსონ როიტერის Web of Scien­ce, Scopus, SCImago Journal & Country Rank, ResearchGate და Google Scholar-ის მიერ; სტატიები/თავები წიგნში, საკონფერენციო მასალებში ან კრებულში, რომლებიც ინდექსირებულია ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის საკონფერენციო მასალების ციტირების ინდექსით.

3 - რეცენზირებული (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები სხვა საერთაშორისო ჟურ­ნა­ლებში*, რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო, ასევე რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერ­თა­შორისო კონტრიბუციისთვის; სამეცნიერო სტატიები, რომლებიც ინდექსირებულია Google Scholar-ში; სტატიები/თავები წიგნში, საკონფერენციო მასალებში ან კრებულში, რომლებიც ინდექსირებულია Google Scholar-ში.

4 - საკონფერენციო თეზისები, ინდექსირებული ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის მიერ; საკონფერენციო თეზისები, ინდექსირებული Google Scholar -ის მიერ.

შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science-ის ან Scopus-ის ან Google Scholar -ის ბაზაში.

  1. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება

5.1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს შესაბამის საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილება, დანართი 2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ)  ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუ­მენ­ტე­ბის) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხა­რის­ხის აღია­რე­ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.).

ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (კანონის უმაღლესი განათლების შესახებ 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

5.2. კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადებების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

5.3. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვე­ვაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის ვადა, მაგრამ არაუმეტეს საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.

5.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ 5.3.  პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

  1. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 27 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის მი­ღება იწარმოებს 2025 წლის 27 იანვრიდან 2025 წლის 04 თებერვლამდე, 12:00-დან 17:00 საა­თამ­დე, ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №110.

კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა.

იხ. დანართი: კონკურსი