ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
2023 წლის 19 მაისს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები

2023 წლის 19 მაისს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესი“-ს უფროსკლასელი მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს ინსტიტუტის შენობა, გაეცვნენ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიას, დაათვალიერეს გამოჩენილი გეოლოგების ფოტოები, მინერალებისა და ქანების კოლექციები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტში მოქმედი ლაბორატორიები. გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის თანამშრომლებმა გააცნეს ბავშვებს ლაბორატორიული სამუშაოების ზოგადი ასპექტები. მათ ნახეს, თუ როგორ მზადდება პეტროგრაფიული შლიფი, დაათვალიერეს შლიფები მიკროსკოპში; ნახეს გამამდიდრებელი ლაბორატორია და გაეცვნენ მისი მუშაობის ზოგად პრინციპს; მოინახულეს რენტგენოფლუორესცენციული ანალიზის ლაბორატორიაც. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო შეკითხვა დასვეს.