ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამის „საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა„ ფარგლებში, 2022 წელს ჩატარდა საველე საექსპედიციო სამუშაოები საქართველოს შავიზღვისპირეთის ცალკეულ მონაკვეთებზე. განხორციელდა ეკოლოგიური აუდიტი, შეფასდა სარფის, ქობულეთისა და ბათუმის სანაპიროების სარეკრეაციო ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა. დადგინდა ნარჩენების რაოდენობა ქობულეთის ჩრდილო პერიფერიისა და სარფის პლაჟების მონაკვეთებზე. ასევე ჩატარდა ნარჩენებზე დაკვირვება მდ. ჭოროხზე.

მიწისქვეშა წყლების საკვლევი წყალპუნქტების (ჭები, ჭაბურღილები) მოძიების მიზნით, ჩატარდა საველე სარეკოგნოსცირებო სამუშაოები. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები. აღნიშნული კვლევის მიზანია ზღვისა და ხმელეთის მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჰიდრიდინამიკური და ჰიდროქიმიური ბუნებრივად ურთიერთწონასწორული დამოკიდებულების შესწავლა.

ქობულეთის  დაცულ ტერიტორიაზე, „ისპანის ჭაობის“ კონკრეტულ მონაკვეთზე, ჩატარდა მდინარეების და არხების წყლების ჰიდროქიმიური პარამეტრების გაზომვები. მონიტორინგის სახით, მომდევნო ეტაპებზე ჩატარებული კვლევები შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ჭაობის ჰიდროსისტემაზე ზღვის წყლის გავლენა.