ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი ამჟამად მიმდინარე 10 წლიანი სამეცნიერო თემატიკის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი ამჟამად მიმდინარე 10 წლიანი სამეცნიერო თემატიკის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 2022 წელს სხვადასხვა რეგიონში მუშაობდა 7 სამეცნიერო გეოლოგიური ექსპედიცია. განსაკუთრებით, აღსანიშნავია შავი ზღვის სანაპიროსა და კავკასიონზე ჩატარებული საველე სამუშაოები.

2022 წელს კავკასიონის კრისტალური გულის შესასწავლად, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფმა საველე სამუშაოები ჩაატარა კავკასიონის მთავარი ქედის ზონის საუღელტეხილო და იალბუზის ქვეზონებში. მარშუტები გაკეთდა მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადებში, კერძოდ, მდ. ნენსკრისა  და მისი შენაკადების -  ოკრილასა და ცხვანდირის ხეობებში და მდ.მდ ნაკრის, მესტიაჭალისა და ხალდესწყლის ხეობებში. შეგროვდა მაგმატიტების, სხვადასხვაგვარი მიგმატიტებისა და კრისტალური ფიქლების მდიდარი ქვიური მასალა. მწ.თეთნულდის მიდამოებში, მეტამორფიტებიდან და სგიმაზუკის მასივის პლაგიოგრანიტებიდან აღებული იქნა რამდენიმე ნიმუში ცირკონების გამოსარჩევად, შემდგომ მათი U-Pb იზოტოპური მეთოდით დასათარიღებლად. საინტერესო უბნები ფოტოგრაფირებულია.