ა. ჯანელიძის სახ.
გეოლოგიის ინსტიტუტი
1925
  • ajig1925@gmail.com
2023 წლის 4-5 მაისს, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აკადემიკოსების ერეკლე გამყრელიძისა და დავით შენგელიას 90 წლისთავს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და

ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი

2023 წლის 4-5 მაისს,

ატარებს საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება

აკადემიკოსების ერეკლე გამყრელიძისა და დავით შენგელიას 90 წლისთავს.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

4 მაისი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სააქტო დარბაზი (V სართული)
5 მაისი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზი (III სართული)

მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, # 52.


კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
მოხსენების ფორმა: ზეპირი
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება თეზისების სახით
თეზისის წარდგენის ბოლო ვადა - 31. 03. 2023 წ.

თეზისები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: qgabarashvili@yahoo.com მხოლოდ ელექტრონული სახით (Ms word). ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აგრეთვე, ვებგვერდზე: www.ajig.ge/ka


საკონტაქტო პირები:

გიორგი ბერიძე, ტელ.: (+995) 555 00-09-73;
ქეთევან გაბარაშვილი, ტელ.:(+995) 577 30-11-42.

 

თეზისის გაფორმების წესი

1 - თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2 - თეზისის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს (ქართული და ინგლისური ვერსიები და გრაფიკა);

თეზისი უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით: 

• გამოყენებული შრიფტი - Sylfaen;
• 
სათაური - შრიფტის ზომა #12, მუქი (ბოლდი);
• 
ავტორი (ავტორები) - შრიფტის ზომა #11, მუქი შრიფტი (ბოლდი);
• 
სამუშაო ადგილი - შრიფტის ზომა #10, კურსივი;
• 
თანაავტორები სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიეთითოს ციფრებით (იხ. მაგალითი);
• 
ძირითადი ტექსტი - A5 ფორმატი, Sylfaen, №11, ერთი ინტერვალით, აბზაცი 10 მმ, არეები: ზედა - 15 მმ, ქვედა – 20 მმ, მარცხენა – 20 მმ და მარჯვენა – 15 მმ;
• 
გრაფიკული მასალა, ფოტოები და ცხრილები წარმოდგენილი უნდა იყოს ზემოთ აღნიშნული არეების დაცვით, შრიფტის ზომა #9 ან 10; ქვეწარწერები - #10 შრიფტი; ცხრილის სათაური ცენტრში (შრიფტი #10 ან 11) მუქი; ტექსტში მითითებული იყოს სათანადო ადგილას ფრჩხილებში, მაგ.: (სურ. 1) ან (ცხრ. 1);
• 
გრაფიკული მასალის, ფოტოებისა და ცხრილების სათაურები და ქვეწარწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე ენაზე, რადგან ინგლისურ ვერსიაში ისინი აღარ განმეორდება;
• 
გრაფიკული და ფოტომასალა წარმოდგენილი უნდა იყოს 300 dpi რეზოლუციით;
• 
უხარისხო მასალა არ მიიღება;
• 
დამოწმებული ლიტერატურა ტექსტში შეგიძლიათ მიუთითოთ ავტორის (ავტორების) და წლის მითითებით ფრჩხილებში, მაგალითად: (Taylor, 1999). რამდენიმე ავტორის შემთხვევაში მიეთითება პირველი ავტორი და სხვ., მაგ.: (Alther et al., 2000); ლიტერატურის სია არ მიუთითოთ;
• 
ნაშრომი, რომელიც მოთხოვნის მიხედვით არ იქნება გაფორმებული, არ მიიღება.

 

ავტორს/ავტორთა ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ერთ მოხსენებას, შეუძლია გამოსაქვეყ­ნებლად წარმოადგინოს ორი თეზისი.

რედკოლეგია

მაგალითი: მაგალითი ავტორთათვის